top of page
Search
  • saqcomisio

„ღალატის აბზაცი „

ავლაბრის ფილიალში ჩემი მაგიდა სამ სართულიანი შენობის მეორე სართულზე დიდ დარბაზში იდგა. სკამის ზურგს უკან ჭერიდან იატაკამდე ჩატანებული ფანჯრებიდან, კარგ ამინდში დილის 12 საატიდან 4 საათამდე მონიტორი სარკესავით ირეკლადა მზეს, რის გამოც ეკრანზე გამოსახულების დანახვა სრულიად შეუძლებელი იყო. დარბაზის განლაგების გამო ჩემი სამუშაო ადგილის გადანაცვლება კი არც ისე სახარბიელო, მერე რაღაცა მოვიფიქრე მაგრამ ეხლა აღარ მახსოვს.

მესამე დღეს ხერხემალი მაგრად მეტკინა, ამის მერე წლების განმავლობაში შეგრძნებას, როცა კუდუ სუნის ძვალი კისერში გაწვება სხვა ამგვარ შეგრძნებებთან ერთად ინერტულობის პრინციპით შევეჩვიე. მოკლედ, საოფისე სამსახური არ უნდა დაიწყოს ადამიანმა თუ კი დარწმუნებული არა ხარ რომ ჯდომის პოზა სიამოვნებას განიჭებს, წინააღმდეგ შემთხვევაში შენი ფიზიონომია, ფსიქიკა და ნერვული სისტემები, გამომეტყველებაც კი, რადიკალურად იცვლება, სამწუხაროდ არა დადებითი მხარისკენ .

პირველ ხელფასამდე კიდევ ერთი კვირა იყო დარჩენილი ტანსაცმელი სამარცხვინოდ დამიპატარავდა, „საროჩკა“ აღარ მეკვრებოდა. იძულებული გავხდი შიგნიდან მაისურები ჩამეცვა და ბევრი არ მესუნთქა.

დაახლოებით ოცდაათი თანამშრომნელი მუშაობდა ამ ფილიალში, რათქმაუნდა უმეტესობა გოგოები. სიმართლე გითხრა ასე ერთად თავმოყრილი ამდენი „მარინე გიორგის ასული ფერაძ“-ის პროტოტიპი ცხოვრებაში არ მენახა.ერთ მომენტში შემეშინდა კიდეც, კომუნიზმი ხომ არ გაახალგაზრდავდა მეთქი. უკვე დიდი გოგო ვარ და ვთვლი, რომ კომუნიზმი შიზოფრენიასავითაა, ჯაცობრიობამ ჯერ არ იცის საიდან ჩნდება და არც მისგან განკურნების ხერხები აქვს.

ვახო ჩემი პირველი ბანკირი მეგობარი იყო. სამი თვე რომ გაუვიდა ჩემს შრომით ხელშეკრულებას ამავე დღეს ამინთო სესხი პირველი კურსის დასახურად. იმ დღიდან მოყოლებული ჩემი სესხები ხელფასის ცვლილების მიუხედავად, დაუსრულებლად იზრდებოდა. მე და ვახომ უკვე დაზამთრებისთვის მოვასწარით ერთმანეთის გაცნობა, ოჯახებისა და მეგობრების დაახლოება, ვიქენდების ერთად გატარება და თურმე თანამშრომლებში ეჭვის გამოწვევაც.

ზამთრის განმავლობაში სიცივის გამო მესამე სართულის ვერანდაზე გასვლა, სიგარეტის მოსაწევად მაგრად გვეზარებოდა. სამზარეულოში კი ორსული გოგოების სიმრავლის გამო თვითონ გვერიდებოდა. ტუალეტებს ფანჯრები არ ქონდა და ამიტომ დამლაგებელმა თავისი საკუჭნაო დაგვითმო, მართალია ზომით პატარა იყო მაგრამ ფანჯარაც ჰონდა და ჩამოსაჯდომიც.

ერთ დღეს სამუშაო დღის დასრულებამდე კიდევ ორი საათი იყო დარჩენილი მე და ვახო გაბუღული გამოვედით საკუჭნაოდან, იმ მომენტში დარბაზში კლიენტებიც არ იყო. ჯგუფის უფროსი მოგვიბრუნდა და სრულიად მოულოდნელად გვეუბნება „მე ვახოს ცოლს ძალიან კარგად ვიცნობ და არ მათქმევინოთ თქვენი საკუჭნაოს ამბავი“-ო,. პირველად ცხოვრებაში დამცხა და შემცივდა ერთდროულად, მეწყინა და მეტკინა, გავბრაზდი და შემეცოდა, ოღონდ ის თუ მე აღარ ვიცი. ანდა რა მნიშვნელობა ქონდა. ხმა არ დამცდენია.

არ ვიცი, რა საუბარი შედგა ვახოსა და ეკას შორის, მეორე დღეს ეს ორმოცს გადაცილებული ქალბატონი ბოდიშს მიხდის, გუშინ ზედმეტი მომივიდა და გულში არაფერი ჩაიდოო.

საგაზაფხულოდ ბანკირები ათასგვარ დიეტებს იგონებენ, ჰოროსკოპივით მკითხაობენ რომელი დიეტა იქნება მოდაში წელს და ვის რამდენი გრამის კლება შეეტყობა. აგერ უკვე მერამდენე დღეა იოგურტით ვსკდებით მე და ვახო. მე მგონია ამ დიეტით ვახოს თავი უფრო გაუსივდა, ის კი ფიქრობს კოკრებივით დამებერა თვალები მე. ეს ჰოლანდიური ყველი კი ისე არ მსიამოვებს ამის ჭამას მირჩევნია ტანზე წავისვა. ვახოს ცარიელი მოხარშული სოსისის შემდეგ თავი პახმელიაზე ჰგონია.სამზარეულოში მტრული თვალებით დავყურებდით საზარელ პროდუქტებს ჩვენს თვალწინ რომ ჰოი საკვირველი სცენა გაიმართა, ორმა „მარინე ფერაძემ“ ატირა მესამე „მარინე ფერაძე“, გუ შინ თანამშრომელთან ერთად დაუნახავთ (რავიცი კოცნაოდნენ ალბათ), „-ის ხომ თხუთმეტი წლით შენზე უფროსია, როგორ არა გრცხვენია, მარინე ! ‘’ აქედან დასკვნა: თუ ბანკირი ხარ, როგორცა ხარ და სადაცა ხარ, იცოდე სხვა ბანკირი მუდმივად გიყურებს!

დადგა წლის ყველაზე მხიარული სეზონი, მე შვებულება შემოდგომამდე არ მეკუთვნოდა, ზურგზე გავარვარებული მინიდან მზე მაცხუნებს, სახეში კი კონდინციონერის უსიცოცხლო სიცივე მიბერავს, თან რაღაცნაირი საძაგელი სუნი მოყვება. ხანდახან მგონია რომ გავაფრენ, ჩემთან თუ სხვა ოპერატორთან მოსული კლიენტები მუდმივად იმეორებენ: „ გარეთ ცხელა ისეე“, „გარეთ ისე ცხელა“’, „საშინლად ცხელა გარეთ“, „ნუ აუტანელი სიცხეა გარეთ“, „არა დღეს ძალიან ცხელა რა“ , მომენტებში მგონია რომ თავს ვერ შევიკავებ, წამოვხტები და ბოლო ხმაზე ვიკივლებ „გავიგეეეე, რომ ცხელა გავიგეეეეე, ვიცი რომ ახლა მდინარეები, ხეები და წყაროები ჩუხჩუხებენ, ისიც თქვენზე მეტად მესმის როგორ ივარცხნიან ხეები ტოტებზე ფოთლებს შუადღის ნიავით, ვხედავ როგორ ოცნებობენ დიდგულა ქვები შხაპუნა წვიმაზე. -გავიგეეე რომ ცხელა გავიგეეე, ამ სცენებს რომ წარმოვიდგენ რაღაც დიდი ბურთულა ყელში მაწვება მერე ნერწყვივით ფეხებში მიგორდება და სისხლის უმეტესობა ტერფებში მიგროვდება, როგორ არ ვტირი მე თვითონაც მიკვირს. სამაგიეროდ ყოველ შაბათ კვირას ნებისმიერ მინდვრის ნაგლეჯზე თავქვე ვემხობი, საღამოობით კი ქალაქის შემოგარენში ვახერხებ გაძრომას. თუმცაღა ფიქრი იმაზე რომ მეორე დღეს ამ კოლბაში მე და კომპიუტერი ერთმანეთს ისევ მივაშტერდებით, მომენტებში ეჭვიც უფრო მეპარება ვინ უფრო სულელია მე თუ გამორთული კომპიუტერი. იმის ყურება როგორ იღებენ ბინძურ ფულს და ოქროს ნივთებს ლიფებიდან კიდევ უფრო ჭუჭყიანი ციგნის ქალები ბანკში შემოსატანად. ან იმ საცოდაობის მოსმენა, ხროტინად ქცეული სუნთქვა როგორ უჭირთ ორსულ თანამშრომლებს,. მათთან დრო გამოშვებით მივდივარ და კლიენტის მოსატყუებლად ვუბრძანებ სასწრაფოდ ეახლოს მენეჯერს კაბინეტში ვითომ, სამზარეულოში ერთი ჭიქა წყალი რომ დალიოს.თავიდან ვერ ვხვდებოდი ოჯახური სიმყარის შენარჩუნებას როგორ ახერხებს ქმარი, როცა იცის რომ მის ცოლს უკვე იმხელა მუცელი აქვს კლავიატურას ძლივს წვდება, ყოველდღიურად რვა საათი ერთ ადგილას გაუნძრევლად უწევს ჯდომა, ამასთან ათასგვარი სუნის, რჯულის, და განწყობის ადამიანს ემსახურება. მერე კიდევ სიდედრს აბრალებენ ბავშვი თუ უზნეო დაიბადება. მერე მაგაზე ფიქრს თავი დავანებე, ამდენი ხალხის მაგიერ მარტო მე ხომ არ გადავირეოდი.


6 views0 comments

Comments


bottom of page