top of page
Search
  • saqcomisio

აბზაცი „მშრალი ქოთანი“

2005 წელს პირველი სკოლა დავამთავრე თბილისში. იმავე წელს, ლოტოს კოჭივით შემთხვევით მოვხვდი ტექნიკურ უნივერსიტეტში. არადა, ასე ნანატრი სტუდენტობის პირველივე დღეებში გამიქრა ფერადი მოლოდინი. ოცდაათივე ჯგუფელი ვესწრებოდით, ყუა გატყავებულ აუდიტორიაში საინფორმაციო ტექნოლოგიების პირველ ლექციას.ლექტრის შეკითხვაზე „-ვის გაქვთ კომპიუტერი სახლში? „ - ხელი ავწიე, მივიხედ მოვიხედე და ხელაწეულთა სიაში მარტო მე ვიყავი, ირონიულად გავიღიმე და მეორე ხელიც ავწიე, ოღონდ იმიტომ კი არა რომ სახლში მეორე კომპიუტერიც მქონდა, მხოლოდ იმიტომ რომ ეს რა ხუმრობა იყო ვერ გავიგე და ვითომ ჩემს თავს დავუჭირო მხარი მეთქი. თმა აბუჩქულმა ლექტორმა გამომაგდო. დერეფნის ბოლომდე სანამ გავედი ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ლიფტის კარებში მოვყევი, აი ეს ის მომენტია შენს თავში ძალა რომ უნდა იპოვო და ცარიელ შახტაში არ ჩავარდე.

აპრილამდე დაუღალავად ვცდილობდი სხვა უნივერსიტეტში გადასვლას, მაგრამ ჯეკ პოტს ყოველ კვირა ვერ მოიგებო ამბობენ.

თვრამეტი წლისას, ჩვეულებრივ ჯინსის შარვალზე უფრო მეტად ჩვეულებრივი მაისური ჩემი ყოველდღიური სამოსი იყო. მათი ცვეთის სისწრაფესთან შედარებით ჩემი ცხოვრებისეული ამბიციები კი ორჯერ უფრო სწრაფად იზრდებოდა.

მაისის თვისთვის ჩემმა მეგობრებმა, სხვა მეგობრის ტურისტული კომპანიისთვის პრომო აქციის მოწყობა ჩაიფიქრეს სადმე ხალხმრავალ ადგილას. ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიას ამ აქციაში თანაბარმნიშვნელოვანი მონაწილეობის მიღება შესთავაზეს, ისინი კი იმაზე უფრო მეტ პირობაზე დათანხმდნენ ვიდრე მოველოდით.

აპრილის ბოლოს სადაზღვევო კომპანიამ თავისი ხარჯებით დაბეჭდა ბანერი და ფლაერები, ზედ დატანებული მეგობრული ლოგოებით, მუსიკოსებს და პრომო გოგონებს ოც ოცი ლარი გადაგვიხადა, მე კი, დღის ბოლოს ერთ-ერთი თანამშრომლის სავიზიტო ბარათი გულში ჩავიხუტე რეზიუმეს გადასაგზავნად.

ორ კვირაში დამირეკეს და თვენახევრიანი სამუშაო შემომთავაზეს. საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ განთავსებული იყო ბანკის მომსახურე პერსონალი. თბილისის მერია მასწავლებლებს პლასტიკურ ბარათებს ურიგებდა, რომ მათ ცივილურად შეძლებოდათ ხელფასის აღება, საერთოდაც საბანკო ურთიერთობის ამაღლება. ჯერ პლასტიკური ბარათის რაობის გააზრება ვერ მოეხდინათ ისე აგინებდნენ მერს, რა ჩვენდა საწვალებლად მოიგონაო. აქ მოსულებს, ანაბრის,სესხის და სხვა აურაცხელი ბუკლეტებით აბრუებდნენ. ხოდა ასე რიგში დგომისაგან განერვიულებულებული და ინფორმაციულობისაგან გადატვირთულების ბოლო გაჩერება ჩემს მაგიდასთან იყო. სადაც, ვაი ჩემი ტყავის ბრალი რაც მე იმათმა მლანძღეს, მთათხეს, უშინაარსო კითხვებით სული ამომხადეს და ქართველი მასწავლებლების ნამდვილ სახეს ფარდა ახადეს. მე მჯერა რომ ჩემი სკოლის მასწავლებლები (უმეტესობა) ასეთი მაჩანჩალა მატარებლებივით არ იყვნენ. აი თბილისიდან ბორჯომამდე მატარებლით თუ გიმგზავრიათ, მიხვდებოდით რასაც ვგულისხმობ. ეს მატარებელი თითქოს დროს კი არ ჩამორჩა არამედ უკან ითვლის. თუ კი მერსედესი იმავე მანძილის გავლას საათნახევარში ახერხებს, ეს მატარებელი ექვს სააათს ანდომებს. ფანჯრებზე მინები , მორალივით არ აქვს, სკამები დაჭედებულ ჯორკოებს გავს, ისევე როგორც ამათ ვერ გადააფიქრებინებ, ყურით მოთრეული იდეა ფიქსებს. ამ მატარებელში ყოფნა მალევე ისე გაწუხებს მზად ხარ ერთ მომენტში გადმოხტე და შენი სირბილით რამე დაამტკიცო.

მახსოვს ერთ დღეს პავილიონში წყლის დისტრიბუტორი არ მოვიდა. იმ კეთილი მეგობრებიდან კი ვისაც ჩემთვის საჭმელი მოქონდა ხოლმე, რატომღაც არავის ეცალა. სამუშაო დღის განმავლობაში 600 მდე ადამიანს ვცემდი პასუხს, რის გამოც პირი თიხის ქოთანივით მიხმებოდა. უწყლობის გამო ლიმონათებს მივეძალე. საღამოს კინო სეანსზე კი პოპ კორნს ისევ ტკბილი გაზიანი მივაყოლე ინერტულად.სასწრაფომ დიდი ნემსი გამიკეთა შუა დარბაზში, გონს რომ მოვსულიყავი. დაბალ წნევიანი ვარ და ამდენმა კოფეინმა ნერვებს გადააჭარბაო.

ამ პერიოდში დიდად არ გამიცვნია ბანკირები, ერთი გოგო, სახელად ნინო ადამია საშინლად მაღიზიანებდა, საბუფეტედ შემოსაზღვრულ ადგილას ვხედავდი ხოლმე, უკვე დიდ მუცლიანი ორსული 6-7 სანტიმეტრიანი ქუსლიანი ფეხსაცმელებით როგორ მოკაკუნებდა. იმ წამს გული ისე მევსებოდა სურვილით მივვარდნილიყავი და მაგრად გამელანძღა, თუმცა მე თვითონ ისეთი ნალანძღი ვიყავი ძალა ჭამისათვის ძლივს მყოფნიდა.ორი წლის შემდეგ ისევ მოგვიწია ერთად მუშაობა, ნინო არაჩვეულებრივი ადმიანი აღმოჩნდა, ეს მხოლოდ მისი ექიმი ყოფილა გასალანძღი, ვითომდა რაღაც სამედიცინო მიზეზით დაუნიშნია მისთვის ასეთი ფეხსაცმელებით სიარული.


6 views0 comments

Comments


bottom of page