top of page
Search
  • saqcomisio

აბზაცი „მუყაოს პაკეტი“

შვებულებიდან დაბრუნებულს ყველაზე ცუდი შეგრძნება გეუფლება, როცა თანამშრომელი გეუბნება,“ სანამ შენ არ იყავი შენი შემცვლელი სხვანაირად მუშაობდა „. ასეთებს :კლიზმა“ თანამშრომლებს ვეძახი. ამ ფრაზით თითქოს უნდა გადმოგცეს რომ „ ან შენ უკეთესი ახარ ვიდრე შენი შემცვლელი იყო“ ან პირიქით. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა მაინც არ აქვს რომელი განხრახვით აკეთებს ამას. ასეთი თანამშრომლები განსაკუთრებით გამოირჩევიან ნაკლიზმარი გამომეტყველებით როცა შესვენებას ხუთი წუთიც არ აკლია - ა, უკვე გადიხარ? ! დიდი ხნით ? !

-არა ჩვეულებრივ 45 წუთი,

- ა, ესეიგი დიდი ხნით.

ანდა ექვს რომ ათი წუთი აკლია და საბუთებით ხელში რომ მორბის

- ექვსი არაა ჯერ ხო ......

გეგონება მართლა რაიმე არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს ეს პოლისი დღეს შვიდის ნახევარზე ექნება თუ დილას თერთმეტის თხუთმეტ წუთზე. ნუ კლიზმა რომაა აბა რა ქნას.

გადაჭარბებულად უცნაურ თანამშრომლებს კი გასაოცარ აღტაცებაში მოვყავდი. აი მაგალითად, სოფიკოს მრგვალი ცისფერი თვალები აქვს. ვიწრო გრძელი ცხვირი. დღიდან წელიწად ნახევარი უნდა იხადოს სესხი ,პლასტიკური ქირურგისთვის. ერთ დღეს სოფიკოს მოეჩვენა რომ მისი ფეხები განიერია, წავიდა და ჩამოითალა. ოპერაციიდან ორ კვირაში დაბრუნდა, მალევე კი მის გვერდით მჯდომი ოპერატორი დაარწმუნა გრძელი და სქელი ცხვირი გაქვსო. ისიც ორ კვირაში ცხვირ ჩამოთლილი დაბრუნდა. ასე გვერდიგვერდ ისხდნენ თეძო და ცხვირჩამოთლილი გოგოები და იმაზე იცინოდნენ რომელ კლიენტს რისი გადიდება ან ჩამოთლა მოუხდებოდა.

ნანუკა ძალიანაც ჩვეულებრივი და კოლეგიალურობისთვის დამაკმაყოფილებელი გოგონა იყო სანამ გათხოვდებოდა სხვა ფილიალის თანამშრომელზე. გამოხდა ხანი და მისი ხასიათის ცვლილება ყველამ შეამჩნია. ეს დილაობით უფრო ჩანდა რატომღაც :

- მეზიზღება ყველაფერი, როგორ მეზიზღება ეს ბანძი თანამშრომლები .ვაი, როგორ მეზიზღება ყველა კლიენტი ვინც დღეს უნდა მოვიდეს, ან თუნდაც ხვალ, ყველაზე მეტად მენეჯერი მეზიზღება, როგორ ცუდ ხასიათზეა დღეს, ალბათ იმიტომ, თეთრი ტილოს შარვლის ქვეშ რომ შავი საცვალი აცვია, არ შევიმჩნიოთ, თავს იცავს რა. თვითონ ხომ ნებისმიერ რამეზე შეუძლია შეურაწყოფა მოგვაყენოს, ნეტავ ის თუ ამოიკითხა თავის ამერიკულ მენეჯმენტის წიგნებში რომ ჩემს საბუთებს თავისი ახალ ხაჭაპურნაჭამი ცხიმიანი ხელები არ მოკიდოს. ეს ფურცლებიც როგორ მეზიზღება იცოდეთ. მიზეზს ვერ მივხვდი რატომ შეიცვალა ეს გოგო, შიშებიც კი დამეწყო , თავი არ მოიკლას მეთქი ერთ დღესაც.

- ნინო მენეჯერის მოადგილედ სასწრაფოდ მაშინ დანიშნეს როცა ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსს გაყვა ცოლად. მას შემდეგ რაც ნინო ჩვენს ფილიალში მოვიდა ერთი ცარიელი ოთახი გაივსო ახალი თანამშრომლებით : მისი ბიძაშვილი, დეიდაშვილ, დაქალ-ძმაკაცის სიძიანად. ეს ოღონდ ძალიან საიდუმლოდ რათქმაუნდა. თუკი ნანუკას ყველაფერი ეზიზღება ნინოს ყველაფერი უყვარს, ოღონდ თავისი ქმრის. მალევე შევისწავლეთ, როგორი იყო ნინოს ქმარი ბავშვობაში და ყმაწვილკაცობისას, როგორი მსუქანი იყო სტუდენტობისას და ახლა როგორ ურჩვენია გაპრიალებულ ფეხსაცმელებს ზამშის შუზები. მოკლედ ყველაფერი ვიცით ნინოს ქმარზე, რაც შეიძლებოდა დედამთილს ნინოსთვის მოეყოლა. თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ამ დღეებში ისიც შევიტყვეთ რა ფერის საცვალზე რა ფერის წინდებს იცვამს, წლის ბოლომდე ისიც გვეცოდინება რა სიხშირით შეუძლია გათავება ერთ ღამეში. ისე ალბათ, რა უხერხულია შენი ცოლის კოლეგებმა იმაზე უფრო მეტი რომ იციან შენზე ვიდრე ეს ბაბუაშენს ახსოვს.

- დღეს განსაკუთრებული დღე იყო. ჩემი ადმინისტრატორი გაგიჟებულია თავისი თავით. კრედიტ ოფიცერმა ფაილი ხელში რომ მომაწოდა ვიგრძენი საბუთი აკლდაო. მართლაც პირადობის მოწმობის ასლი აკლდაო, ანუ ერთი ფურცელი. წარმოგიდგენია როგორ გავგიჟდი ? დაქაჩული თვალებით ცდილობს ჩემგან შველა მიიღოს.

- ეგ დიდ პროფესიონალიზმზე მიუთითებს და სანერვიულო არც არაფერია. შენ აწი შეგიძლია გაუხსნელად გამოიცნო რომელი საბუთი აკლია ფაილინგს, ამის გამო შენზე ლეგენდები ივლის ბანკში და საერთოდაც, ჩვენ რომ წესიერ ქვეყანაში ვიყოთ მაგის გამო დაგაჯილდოვებდნენ კიდეც, მაგამ აჰა და ერთი ღერი სიგარეტი მოწიე, ბედკრულ ქვეყანაში დაბადების საპატივცემულოდ.

პაპიროსის სქელი ბოლი გამურულ ჭერში ადის და ამ მოსაწევ ადგილს დერეფანში კომუნიზმის სუნი აქვს.

- მე კი იცი რა ვიფიქრე ? - ფილოსოფოსობას განვაგრძობ, - მსოფლიოს მამაკაცები რომ იყოფოდეს ორ კატეგორიად, ერთნი რომელიც დილაობით რძეს სვავს და მეორე რომელიც ნებისმიერ სხვა დანარჩენს ანიჭებს უპირატესობას, საკრედიტო განყოფილების ნებისმიერი კრედიტ ოფიცერი გავა მეორე კატეგორიაში. ყოველ დილას მათი ნახვისას ვწმუნდები, რომ საუზმეზე კრედიტ ოფიცერმა შეიძლება დალიოს ნებისმიერი რამ. ნუ წყალი, ყავა, ჩაი, ღვინო,არაყიც კი, მაგრამ დილას რომ რძე დალიოს ეგეთი კრედიტ ოფიცერი არ არსებობს. რატომღაც მგონია რომ ამ ჯანმრთელობით სავსე ჭიქით ადამიანები ცდილობენ ქვეცნობიერში შეავსონ სრულყოფილებია „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“, მიისწრაფვიან მაინც რაღაცეებისკენ, ან ფიქრობენ შავზე, ან თეთრზე, ან შეიძლება რძეზეც. რაც კრედიტ ოფიცრებს ძალიან არა აქვთ. დილაობით ისეთი ნახევარსახიანი გამომეტყველება აქვთ, ახლად გაპარსულ კისერზე მიდებული პერანგის მყარი საყელო შუადღემდე ეხახუნებათ და ტკივათ. ამიტომაც ცდილობენ თავი გაუნძრევლად ეჭიროთ. ნიკაპი სულ გულისაკენ ქონდეთ მიმართული და აუცილებელი შემთხვევის გარდა მარტო თვალები ატრიალონ.

- გოგოებს“ საროჩკა“ მეტად ეზიზღებათ. თუ წინა ორშაბათს ნაყიდმა საროჩკამ ამ ორშაბათს თუ ღილებთან პირი დააღო ადვილად გაგყიდა რომ გასუქდი. თუ გახდი და სახელოებთან ძალიან გადიდდა ისე გამოიყურები თითქოს სხვა ბანკის თანამშრომელმა გათხოვა თავისი გამონაცვალი.

- შენადა რეებს იგონებ ? - სიგარეტი ჩააქრო ადმინისტრატორმა

- აბა შენ რეებს პანიკობ ერთი ფურცელი არა ის ......


11 views0 comments

Comments


bottom of page