top of page
Search
  • saqcomisio

აბზაცი „მოკლე შარვალი“

მესამე სართულზე ავედი, დერეფნის ბოლოში ოთახის კარი ღია იყო, ჩემმა უფროსმა დამინახა და ხელით მანიშნა მისი კაბინეტის ნაცვლად იმ ოთახში შევსულიყავი. იმთავითვე ეტყობოდა ოთახი დიდი იქნებოდა. ჰმ, არც შევმცდარვარ. ოთხი ქალბატონი დამხვდა, აი ისეთები გოგოშკები რომ არიან და სამსახურში ისე იცვამენ ასაკით უფროს ქალებს დაემსგავსონ. სტანდარტული მისალმების მომენტში გადავწყვიტე რომ რაღაცნაირად საუბარი უნდა დამესწრო, თორემ ამათ დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა აშკარა თავის მართლება იქნებოდა და მეტი არაფერი. ნინას მაგიდაზე მარკერს მოვკიდე ხელი და ქორივით დავატრიალე თვალის კაკლები დაფის მოსაძებნად. კისკისი შეწყდა, მთელი ყურადღება დოქის წყალივით მაშინ გადმოქანდა ჩემსკენ როცა პირველი ხაზი დავუსვი ლურჯი მარკერით პრიალა დაფას.

ერთმანეთის მკვეთი აბსცისა და ორდინატა დავხაზე. თითოეული ფაქტის აღწერის დასასრულს მათ შორის გადაბმებს წრეებით ავღნიშნავდი. ხოლო ჩემს მოსაზრებებს ტალღოვანი ხაზებით.

სტომატოლოგიურ კლინიკებში ჩემი ფრონტის ზახი მოსაცდელში იყო, ადამიანები კი რომლებიც სტომატოლოგთან მოდიან ან კბილი აწუხებთ ან ეშინიათ, ძირითადად ორივე ერთად. მე კი ვუახლოვდები და მათთვის სრულიად გაუგებარ და აქამდე უცნობ დაზღვევაზე ვიწყებ საუბარს. შედეგად კი იმას ვიღებ, ან არ მისმენს და უბრალოდ თავს მიქნევს ან თავიდან მიშორებს , გენც.....

კვლევით ცენტრებში საქმე სულ სხვაგვარადაა. ყველას კლინიკის მაქინაცია ჰგონიხარ, ზემოთ აღნიშნული სამედიცინო მენეჯმენტის მონდომებით კი ძნელია ადამიანს სალაროს გარდა რამეში ფული გადაახდევინო. ჩემი აზრით უნდა მომხდარიყო ექიმებთან მარტივი შეთანხმება, უბრალოდ შეკითხვა დაესვათ ყველა პაციენტისთვის „დაზღვევა ხომ არ გაქვთ“ , პაციენტის გაოცებაზე „ეგ რა არის“ მოსაცდელში ამა და ამ კომპანიის წარმომადგენელია და ის გაგაცნობთ. ამ სისტემის ამუშავების შემთხვევაში კი ექიმიმების წახალისება ძნელი არ უნდა ყოფილიყო.

რაც შეეხება თვითონ პოლისებს რისი რეალიზაციაც მევალებოდა , ავღწერე დავღწერე მატრიცის გრაფები დავხატე და გონს რომ მოვედი ამ პოლისებზე უარყოფითი უფრო მეტი ვილაპარაკე ვიდრე დადებითი, რასაც მერე სახლამდე ვნანობდი. გეგონება მათემატიკაში ამ გრაფიკის ხატვის მეტი რამე გამეგებოდა როლში ისე შევიჭერი. იქ პლიუსები მინუსები, ნეიტრალური პირობები, ფასი, ზომა და წონა არ დავტოვე. ეხლა ვფიქრობ რა კარგია იმ მომენტში რომ არავინ შემეპასუხა, თორემ ჩემი სულისკვეთების ვარდნა ლოყების სიწითლით დაიწყებოდა და მასთან ერთად გაცივდებოდა.

-ამ სართულზე მარცხენა ოთახში, მეორეზე პირველ ოთახში, ხოლო პირველ სართულზე გოგოები ვინც იქნებიან უთხარი რომ მე გამოგაგზავნე და ყველაფერი აგიხსნან, ორშაბათს სოლიდურად ჩაიცვი და ისე მოდი - მითხრა უფროსმა, რომლიც ამ ოთახის განათებაზე უფრო ლამაზი მომეჩვენა. კარი რომ გამოვიკეტე დერეფანში კისკისი მომეწია, ხელები კი მარკერით მქონდა მოსვრილი.


6 views0 comments

Comments


bottom of page